18 ივლისი 2018,   01:29
ვრცლად
ნიკა მელიას თქმით, პარლამენტთან მისი დაკავება უშუალოდ შს მინისტრის ბრძანებით მოხდა

ენმ-ის წევრი, ნიკა მელია, შს მინისტრს მის გატაცებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. მელიას თქმით, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, ის შს მინისტრის დავალებით დააკავეს.

ნიკა მელიამ პარლამენტში შს მინისტრს, გიორგი გახარიას, მიმართა და ის ათი პირი დაუსახელა, რომელიც, მელიას თქმით, მის დაკავებაში მონაწილეობდა და აღნიშნა, რომ ათივე პირი სამმართველოს და დეპარტამენტის უფროსია.

„ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა უშუალოდ ჩემს გატაცებაში, ჩატენვაში და შემდეგ ხელბორკილების დადებაში, არის იდენტიფიცირებული ჩვენს მიერ. არცერთი მათგანი არ არის რიგითი პოლიციის თანამშრომელი, პირდაპირი გაგებით, ვინც ამწია ხელში და მანქანაში ჩამტენა. ვინ არიან ესენი - ბატონი შალვა ბედოიძე, ქალაქის სამმართველოს უფროსი, 10-დან 9 არის ეს ადამიანი, თქვენი უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი. მეორე, ბაჭულაშვილი, ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ესეც უშუალოდ იმ 10 კაცში. სულხან თამაზაშვილი, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი, უშუალოდ ეს ადამიანი, სამმართველოს უფროსები ყველა. თემურ კალანდაძე, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი, თემუკა კალანდაძე, ადამიანი, რომელიც ცდილობდა მობილური ტელეფონის წართმევას... მანუჩარ მამსირაშვილი, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი. შემდეგ მიხეილ ქურდაძე ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე. შემდეგ მიხეილ პაპაიაშვილი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების უფროსი და ბოლოს თემურ კუპატაძე, რესპუბლიკის საპატრულოს უფროსი და ამას დამატებული თქვენი მოადგილე, საბანაძე. ეს ადამიანები, რომელთა დაქვემდებარებაში არის 400-500-600 და 2 ათასი კაცი, უშუალოდ, პირადად იღებდნენ დეპუტატის გატაცებაში მონაწილეობას. როგორ მოხდა, რომ ათივე ადამიანი, სამმართველოს, დეპარტამენტების უფროსდები და არცერთი რიგითი თანამშრომელი არ იყო და ამ ათმა მოახდინა დანაშაულებრივი დავალების შესრულება? რომ არა თქვენ, ვის შეეძლო მათზე დავალების გაცემა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები