19 სექტემბერი 2018,   08:52
ვრცლად
ოპოზიციის კრიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კომპლიმენტები - წულუკიანმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. წულუკიანს იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლმსაჯულების სფეროსა და სისხლის სამართლის სფეროში არსებული ვითარების შესახებ მწვავე კითხვები ჰქონდათ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილმა წულუკიანის მინისტრობის დროს რეფორმებზე ისაუბრა და  დაინტერესდა როგორ შეძლო მინისტრმა ამ ყველაფრისთვის მიეღწია.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს,ლევან იზორიას მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

„დეპუტატებს გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, გავიაროთ წვრთნა და მივცეთ ჩვენს შვილებს მაგალითი, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია“- მიმართა თალაკვაძემ იზორიას.

დღის ამბები