19 სექტემბერი 2018,   09:12
ვრცლად
„ამ კვირაში პარლამენტში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ მინისტრის სტატუსსა და ლეგიტიმაციას" - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობა მამუკა ბახტაძისა და ტექნიკური მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება. სპეციალურ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ის პროცედურა განმარტა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაიაროს, რათა ახალ პრემიერს ნდობა გამოუცხადოს და თან მამუკა ბახტაძეს მისცენ ლეგიტიმაცია დააკომპლექტოს ახალი მთავრობა.

„რეალურად ამ კვირაში პარლამენტში ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსსა და ლეგიტიმაციას. ამის შემდეგ ბატონმა მამუკა ბახტაძემ უნდა წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და შემადგენლობა.

სწორედ ამ პროცედურით პარლამენტში ჩვენ ვიცავთ კანონს და ამავე დროს მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს რეფორმა ჩაატაროს,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ამ პროცედურის ერთადერთი მიზანია, რომ ახალ პრემიერს ნდობა გამოუცხადონ და მიეცეს მას მთავრობის განახლებული სტრუქტურის წარმოდგენის შესაძლებლობა.

დღის ამბები