16 ნოემბერი 2018,   21:59
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ნიდერლანდებში ავტომობილი ხალხში შევარდა

ნიდერლანდების ლიმბურგის რეგიონში თავდასხმას, მსხვერპლი მოჰყვა. მამაკაცი სამდღიანი მუსიკალური ფესტივალის დასასრულს ფურგონით ხალხში შევარდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

შეჯახების შემდეგ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მანქანითვე მიიმალა.

ავტომობილი სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში ქუჩაში მიტოვებული იპოვეს და ეჭვმიტანილიც დააკავეს.

გამოძიებისთვის უცნობია, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ ჩადენილი დანაშაული.

დღის ამბები