19 სექტემბერი 2018,   13:14
ვრცლად
ზაზა სარალიძე მოზარდის მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმის ეთერში გაშვებას ითხოვს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს დროს ღამის 12 საათამდე აძლევს.

შვილმკვდარი მამა პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის საქმეზე გადაღებული ფილმის ეთერში გაშვებას ითხოვს. ის ადვოკატთან ერთად დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი ამბების დირექტორს გიორგი გვიმრაძეს შეხვდა.

ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოებრივი მაუწყებელმა მოამზადა, თუმცა ფილმი ჯერ ეთერში არ გასულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სარალიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველისგან წერილობით თანხმობას ელოდება, რაც მოკლული მოზარდის მამისთვის გაუგებარი არგუმენტია.

"ფაქტია, რომ ვიღაცის დავალებით მოქმედებს, ვინც არის ჯგუფის უფროსი გვიმრაძე. ამ ფილმში არის რეალური სახე ასახული თავიდან ბოლომდე, რაც მოხდა იმ დაწყევლილ დღეს, რაც არ აწყობს შს სამინისტროს. შს სამინისტროს უნდა, როგორც განვაცხადე, რა მოცემულობაც ჰქონდათ პროკურატურას ის გაიტანოს"- აცხადებს სარალიძე. 

დღის ამბები