16 ნოემბერი 2018,   21:45
ვრცლად
გოგაშვილი აპირებს, მთავარი მოწმე ქვეყნიდან გაიყვანოს - კილაძე სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს

ელისო კილაძე, მთავარი პროკურატურისგან სოსო გოგაშვილისა და კახა მიქაიას სატელეფონო საუბრის შესახებ გამოძიების დაწყების ითხოვს. 

„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი მოუწოდებს უწყებას გოგაშვილის, უჩა მამაცაშვილის და ყველა იმ პირის დაკითხვას, რომელიც სატელეფონო საუბარშია ნახსენები.

ელისო კილაძის განმარტებით, შესაძლოა სოსო გოგაშვილი მთავარი მოწმის ქვეყნიდან გაყვანას გეგმავდეს.

„საქმე ეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის სამართლებრივ დევნას. მოწმის მიერ, ჩვენების სანაცვლოდ ბიზნესების თემის დალაგებას, ასევე ძალიან საყურადღებოა ამ ჩანაწერში ფრაზა, რომ იოსებ გოგაშვილმა ერთი სატელეფონო ზარით რომელიღაც სასამართლო პროცესის საქმე მოაგვარა. მე გუშინ მივიღე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოსო გოგაშვილის ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი სოსო გოგაშვილსა და მთავარ მოწმე პაპაიას შორის. გოგაშვილი აპირებს, მთავარი მოწმე ქვეყნიდან გაიყვანოს. კონკრეტულად საუბარია ბალტიის პირეთის ქვეყნებზე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები