16 ნოემბერი 2018,   22:08
ვრცლად
დევნილთა, იუსტიციის და კულტურის სამინისტროები უქმდება - სამივე უწყება სხვა სამინისტროებთან გაერთიანდება

თერთმეტი თოთხმეტის ნაცვლად - მთავრობის ახალი კონცეფციის მიხედვით , სამინისტროების რესტრუქტურიზაცია სამი სამინისტროს სხვა უწყებებთან გაერთიანებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთთან ერთიანდება იუსტიციის და სასჯელაღსრულების, დევნილთა და ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების სამინისტროები.

ყველაზე დიდი სირთულეს მთავრობისთვის იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება წარმოადგენდა. საუბარია გამოძიების ნაწილზე. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს პროკურატურა დამოუკიდებელ სამსახურად გამოეყოფა, ეს პრობლემა მოხსნილია და ცვლილებები ამ უწყებას არ შეეხება.

„ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც მთლიანობაში დავინახავთ ამ სტრუქტურულ ცვლილებებს. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის ამ სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში  იმიტომ, რომ კონსტიტუციურმა  ცვლილებებმა, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ და ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის და ის იქნება დამოუკიდებელი უწყება,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.  

დღის ამბები