23 August 2019,   18:05
more
   Rustavi 2 TOUR

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 სკოლებს, სასწავლებლებს და ორგანიზაციებს სთავაზობს საინტერესო გაცნობითი ხასიათის ტურს ტელეკომპანიის ახალ შენობაში. სატელევიზიო სამყაროში ამ მოგზაურობის დროს სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ სივრცე, სადაც იქმნება მათთვის კარგად ცნობილი სატელევიზიო გადაცემები.

ჩვენთან ვიზიტი უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ჯგუფს. მონაწილეობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ და შეავსოთ განაცხადის ფორმა, შემდეგ კი გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე r2tour@rustavi2.ge

ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს არა უმეტეს 17 წევრით:

  • სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში - 15 მოსწავლე/მოზარდი და ორი სრულწლოვანი პირი (ჯგუფის ხელმძღვანელი და მშობელი).
  • ორგანიზაციებისა და სასწავლებლების შემთხვევაში - ჯგუფის 16 წევრი და ჯგუფის ერთი ხელმძღვანელი
  • ვიზიტის თარიღს და სხვა საჭირო ინფორმაციას ჩვენი ტურმენეჯერი შეგატყობინებთ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 220 11 11.

Registration form